ლომთაძე  ომარ  გიორგის ძე
ლომთაძე  ომარ  გიორგის ძე

ლომთაძე  ომარ  გიორგის ძე (27.II.1947, თბილისი), ქიმიკოსი, ტექნოლოგი. დაამთავრა სპი-ის ძირითადი ორგ. და ნავთობქიმიის ტექნოლოგია (1969), გაირა სტაჟირება უკრაინის მეცნ. აკადემიის კოლოიდური ქიმიის  და წყლის  ქიმიის ინ-ტში (კიევი, 1977-1982). ქ. კიევში დაიცვა დისერტაცია თემაზე:„პოლიორგანო-სილოქსანების აქტიური შემავსებლები ცეოლითური ტუფების საფუძველზე“ და მიენიჭა ტექნ. მეცნ. კანდ. ხარისხი (1991). სხვადასხვა დროს იყო პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1979-1986), მეცნიერ-თანამშრომელი (1986-1992), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1992-2009). თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის აგრ. ქიმიის ლაბორ. მთ. მეცნიერ თანამშრომელი და სამეცნ. საბჭოს წევრი (2011-დან), ლაბორ. ხელმძღვ. (2017-დან). ლ. ო.-ს სამეცნ. ინტერესების სფეროა: კომპოზიციური მასალების ქიმია და ტექნოლოგია; ქიმ. ეკოლოგია; აგრ. ქიმია. მისი შრომები ეხება: საქართვ. ბუნებრივი ალუმოსილიკატების კვლევას და მათი მოდიფიცირებით მიზანდასახული თვისებების მქონე მასალების მიღებას; ეკოლოგიურად უსაფრთხო და მცირე ეკოლ. დატვირთვის ეფექტური მცენარეთა დაცვის საშუალებების შემუშავებას; მემცენარეობასა და მეცხოველეობა/მეფრინველეობაში გამოსაყენებლად სხვადასხვა დაავადებების სამკურნ.-პროფილაქტიკური პრეპარატების, ახ. თაობის ორგანო-მინერალური ფიტორეგულატორების და ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მიღებას. ლ. ო. თანაავტორია მაღალ რეიტინგულ ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნ. პუბლიკაციების:„Study of Metal-Complexes Composition by Metal-Indicatory Method“ (2018); „Ecologically Safe Composition to Protect Animals from Parasitic Mites“  (2023). მიღებული აქვს საქპატენტის მიერ გაცემული ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები: „ხელატური მიკროელემენტების დანამატი ფრინველთა კვებაში“; „მცენარეთა მავნებელ-დაავადებების საწინააღმდეგო თიხა-გოგირდის კომპოზიცია“; „გახანგრძლივებული მოქმედების ინსექტო-აკარიციდული კომპოზიცია“; „აკარიციდული თვისების ზეთოვანწყლიანი ემულსიის კონცენტრატი“. ლ. ო. ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებების და საერთაშ. (CRDF) და ეროვნ. სამეცნ. ფონდების მიერ დაფინანსებული პროექტების ხელმძღვ. და მონაწილეა: „ვაზის მავნებლების საწინააღმდეგო ეკოლოგიურად უსაფრთხო კომპოზიციის შემუშავება“; „ვაზისა და ხეხილის კომპლექსური დაცვა უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ადგილობრივი საშუალებებით“; „ატმის მავნებელ დაავადებებისგან დაცვის ეკოლოგიურად უსაფრთხო სისტემის შემუშავება და კვლევა“; „ცხოველთა პარაზიტული ტკიპები და მასთან ბრძოლა“. მონაწილეობდა ეუთო-ს დაფინანსებით საქართველოში ყოფილი საბჭ. სამხ. ბაზების მონიტორინგის და რაკეტული საწვავის ნეიტრალიზაციის პროექტებში (2002-2008).